08:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 23:10:32, 1202 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი ინიციატივით გამოდის აშშ-ში სამი თვით გააუქმოს საწვავის გადასახადი პუტინის ფასის ზრდის" გამო

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, შეაჩეროს ქვეყნის ფედერალური საწვავის გადასახადი სამი თვით ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდის გამო.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე სთხოვა სახელმწიფოებს გააუქმონ საწვავის გადასახადები და სხვა დამატებითი დახმარება გაუწიონ ამერიკელებს.

თეთრი სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბენზინის ფასი თითქმის 40%-ით გაიზარდა და გალონზე დაახლოებით ხუთ დოლარს მიაღწია (3,785 ლიტრი). აშშ-ის ხელისუფლება მომხდარს უკრაინის ომს უკავშირებს და მას „პუტინის ფასის ზრდას“ უწოდებს.

მაისში შეერთებულ შტატებში ინფლაციამ მიაღწია უმაღლეს დონეს 1981 წლის დეკემბრის შემდეგ და წლიური თვალსაზრისით 8,6% შეადგინა. ევროზონაში ინფლაციამ 8,1%-ს მიაღწია. ინფლაციის აჩქარების ძირითადი მიზეზი ენერგო ფასების ზრდაა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან დღეში ერთი მილიონი ბარელი საწვავის გამოშვების შესახებ, რათა შეჩერდეს ფასების ზრდა. მან ასევე მიიზიდა საერთაშორისო პარტნიორები, რომლებთანაც ბაზარზე 240 მილიონი ბარელი ნავთობი გაიგზავნა. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებთან, რათა შეიმუშაოს ზომები საწარმოების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics