09:14 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 19:09:12, 1092 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია, ამიტომ შემდეგ სესიაზე მოსმენების კანონს ჩვენ კვლავ მხარს დავუჭერთ

პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია, მოსმენების კანონს კვლავ მხარს დავუჭერთ. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა და ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს კანონპროექტი 2-3 წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

"კანონპროექტი განიხილებოდა ყველა დაინტერესეულ მხარესთან, ის ზუსტად პასუხობს ყველა გამოწვევას, ამიტომ პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია, ვეტოს შემდეგ საკითხი უბრუნდება პარლამენტს, ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში, რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას" . ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, რომელიც ეხება მოსმენების გაფართოებას, ეს არის ნიშანი, რომ ის არ ეთანხმევა გადაწყვეტილებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics