|
2022-06-22 10:31:47, 1677 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე
ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმმართვაში აღნიშნა. ზელენსკის თქმით, როგორც აქტიურად იბრძვიან უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირისგან დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ზუსტად ასევე, ყოველდღე იბრძვიან ქვეყნის თანამედროვე იარაღით მომარაგებისთვის. „როგორც აქტიურად ვიბრძვით ევროკავშირის პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის კანდიდატურაზე, ასევე ყოველდღიურად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებისთვის. არც ერთი დღე არ ვანელებთ ჩვენს აქტივობას. ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე, იმაზე, თუ როგორ ახორციელებენ ისინი უკრაინის დასახმარებლად გადაწყვეტილებებს”,- განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის საჭიროებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)