09:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 10:20:54, 946 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი რუსეთში სამხედრო მობილიზაციის დაწყებაზე - ეს ინფორმაცია ყალბია

ეს ინფორმაცია ყალბია,- ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დასავლურ პრესაში გაბრცელებულ ინფორმაციას, რუსეთში ფარული სამხედრო მობილიზაციის დაწყების შესახებ.

ბრიტანულმა გამოცემებმა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  რუსეთში უახლოეს მომავალში მასიური სამხედრო მობილიზაცია დაიწყება,  უკრაინის ომისთვის მეტი ჯარის მოზიდვის მიზნით.

"კრემლი შეშფოთებულია მობილიზაციის პერსპექტივით, რადგან ეს რეალურად ნიშნავს უკრაინაში სწრაფი და ეფექტური ოპერაციის ჩატარების „მარცხის აღიარებას“,- წერს გამოცემა The Guardian წყაროზე დაყრდნობით.

ბრიტანულ პრესაში პუბლიკაციებს უკვე გამოეხმაურა პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ კითხვაზე, თუ რას უპასუხებს კრემლი ამ ინფორმაციას, მან უპასუხა-  " ეს არის სრული სიყალბე".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ასევე გაზარდა  პირველი სამხედრო კონტრაქტის დადების ასაკობრივი ზღვარი : თუ ადრე ზედა ზღვარი 40 წელი იყო, ახლა ის 50-მდე გაიზარდა რიგითებისთვის და 60-მდე უმცროსი ოფიცრებისთვის. შესაბამისი ცვლილებები მაისის ბოლოს ნაჩქარევად იქნა მიღებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics