|
2022-06-21 19:14:58, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის პროკურატურამ რუსი დეპუტატის ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღა
გერმანიის პროკურატურამ რუსეთის დუმის სანქცირებული დეპუტატს და მის ოჯახს საბანკო ანგარიშები და კერძო საკუთრება დაუყადაღა. -ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის პროკურატურა ავრცელებს. სანქცირებული პირი დუმის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწოდებას უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქციების გამო აქტივები არამარტო „გაყინულია“, არამედ ფაქტობრივი უძრავი ქონება დაყადაღებულია“, - თქვა უფროსმა პროკურორმა ენ ლეიდინგმა. დუმის დეპუტატი 23 თებერვლიდან ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ბავარიის პროკურატურა ასევე იძიებს რუსი მაღალჩინოსნის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობას. ეს ნაბიჯი მოყვა გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის განცხადებას, რომ რუსული აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 4,5 მილიარდ ევროს შეადგენს, ცენტრალური ბანკის დეპოზიტების ჩათვლით გაყინულია. ევროკავშირმა, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა აშშ, იაპონია და ავსტრალია, დააწესა სანქციების რამდენიმე რაუნდი რუსული ბიზნესის, ბანკების, მრეწველობისა და კერძო პირების წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)