|
2022-06-21 14:52:22, 625 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ყველა ევროპული მიღწევის ავტორი „ქართული ოცნებაა“ და ყველაზე ანტიევროპული ძალა ცდილობს „მოაჯდეს“ ამ თემას
ყველა ევროპული მიღწევის ავტორი შემსრულებელი, მიმღები ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ამ დროს ყველაზე ანტიევროპული ძალა - ნაციონალური მოძრაობა თავისი ლობისტების მეშვეობით, ცდილობს ამ ტალღას უკაცრავად ჟარგონისთვის „მოაჯდეს“ ისე, რომ არ გაითვალისწინოს, რომ თავად ის არის ყველაზე ანტიევროპული ძალა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამ ფონზე სირთულეები და გამოწვევები დიდია. გამოწვევები იმაშიც მდგომარეობს, რომ ხელოვნური დაბრკოლებებიც ბევრი იქმნება. „ეს ხელოვნური დაბრკოლებები ხანდახან მხილების სახით ჩვენი მხრიდან არის ხოლმე, ხანდახან ამასაც კი ვერიდებით, რომ ისევ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ დავაზიანოთ. ამ დროს ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ პერსპექტივა სამივე ქვეყანას აქვს, არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და მკაფიო მესიჯი საიმისოდ, რომ საქართველომ უნდა შეძლოს მათ შორის დეპოლარიზაცია, რეფორმების გაგრძელება, მათ შორის იმ მიღწევების რეალიზება და გაგრძელება რაც უკვე ბოლო წლების განმავლობაში აქვს ამ ქვეყანას და ხელოვნური დაბრკოლებები არავინ უნდა შეუქმნას ამ ყველაფერს და ჩვენ თუ ამ ყველაფერზე შევთანხმდებით, მაშინ ჩვენი ევროპული მომავალიც გარანტირებული იქნება. მაგალითად, რაზეც ევროპელი ლიდერები მიგვითითებენ - გეოგრაფიული ფაქტორის გამო და ბევრი სხვა ფაქტორების გამო დაგვიგვიანდა ხოლმე მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ შედეგი მივიღეთ სხვაზე ადრე. მე ასეთივე მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება დაბრკოლებები არის ბევრი, მაგრამ ხომ ყველას საერთო სურვილია, რაც არ უნდა განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგი, მთავარია შედეგი, რაც წინა წლებშიც დადასტურდა საქმით და ამ შედეგზე ორიენტირებული საქმე უნდა ვაკეთოთ ყველამ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ამ ერთ საკითხზე მაინც გავერთიანდებით, ჩვენი ევროპელი ლიდერების მოწოდებაც იქნება რეალიზებული და ქვეყნის ევროპული პერსპექტივაც რეალიზებული“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)