|
2022-06-20 13:54:57, 3204 ნახვა
სპორტი
ქალთა ცურვაში ასპარეზობის უფლებით ტრანსგენდერებს არ დაუშვებენ
ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ქალთა შეჯიბრებებში ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობის წესები გაამკაცრა. შეჯიბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ისინი, ვინც სქესობრივი მომწიფების დადგომამდე გააკეთეს გადასვლა - არაუგვიანეს 12 წლისა. ინიციატივას მხარი დელეგატების 70%-ზე მეტმა დაუჭირა. აკრძალვა ორშაბათიდან ამოქმედდა. სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ სახელმძღვანელოში განმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, „სპორტსმენს აქვს უპირატესობა“ მეტოქეებთან შედარებით, რაც თავისთავად უსამართლოა ამ უკანასკნელის მიმართ. ასევე, „ინკლუზიურობის პოლიტიკის“ ფარგლებში გადაწყდა მაღალი დონის კონკურსების ცალკე „ღია კატეგორიის“ შექმნა, რომელშიც მონაწილეობა ყველას შეეძლება. არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა FINA-ს ახალ რეგულაციას და მის დებულებებს "დისკრიმინაციული" უწოდეს, რადგან, მათი თქმით, ქვეყნების უმეტესობაში 12 წლამდე ტრანსგენდერული გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სკანდალის მიზეზი გახდა მიმდინარე წლის მარტში ატლანტაში მიმდინარე NCAA-ის ქალების ცურვისა და ყვინთვის ჩემპიონატი. იქ მონაწილე ტრანსგენდერმა ათლეტმა ლია თომასმა ქალებში 500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში პირველი ადგილი მოიპოვა, რითაც მან ახალი რეკორდი დაამყარა. ტრანსგენდერმა ათლეტმა მანძილი 4:33.82 დროში დაფარა და ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონის ბრუკ ფორდის რეკორდი მოხსნა, რომელიც სულ რაღაც 5 წუთით ჩამორჩა თავის მეტოქეს და მეორე ადგილზე გავიდა. ფორდმა აღნიშნული 500-მეტრიანი მანძილი 4:38.19 დროში დაფარა.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)