|
2022-06-19 12:49:28, 1705 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის პროპაგანდისტული მედია, ირწმუნება რომ სევეროდონეცკის მახლობლად აიდარის მებრძოლები და მეთაურები ჩაბარდნენ
უკრაინის სახმელეთო ჯარების აიდარის ბატალიონის რამდენიმე მებრძოლი დანებდა, როდესაც პრორუსულმა ძალებმა დაიკავეს ლუგანსკის ოლქის სოფელი მეტელკინო, იტყობინება TASS და RIA Novosti წყაროებზე დაყრდნობით. 18 ივნისის საღამოს, მეტელკინოს "წმენდის" დროს, "ბევრი აიდაროვიტი" ჩაბარდა, მათ შორის ამ ბატალიონის მეთაურები, იტყობინება TASS-ის წყარო თვითგამოცხადებული LPR-ის სახალხო მილიციაში. "რამდენიმე უკრაინელი ბოევიკი ჩაბარდა, მათ შორის აიდარის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური", - თქვა თავის მხრივ RIA Novosti-ის წყარომ ძალაუფლების სტრუქტურებში. რუს და უკრაინელ სამხედროებს ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ. აიდარის ბატალიონი 2014 წელს შეიქმნა მაიდანის თავდაცვის კომენდანტის სერხი მელნიჩუკის ინიციატივით. ახლა "აიდარი" უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დივიზიაა. რუსეთის სახელმწიფო მედიამ ბატალიონს "ნაციონალისტური" უწოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)