15:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 12:13:18, 1058 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობა წიგნების ბაღში „ლიტერატურულ შეხვედრებს“ მართავს

საბურთალოს რაიონში, წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ე.წ. წიგნების ბაღში „ლიტერატურული შეხვედრები“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პირველი შეხვედრა პოეტ გელა დაიაურთან გაიმართა, რომელმაც საკუთარ ლიტერატურულ შემოქმედებაზე ისაუბრა და რჩეული  ლექსები წაუკითხა მსმენელებს. ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ადამიანები დაკავდნენ წიგნის კითხვით. სწორედ წიგნიერების წასახალისებლად მოვაწყვეთ აღნიშნული სკვერი და აქ კიდევ არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გოგა ჩანადირი, რომელმაც წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics