|
2022-06-18 14:17:55, 1565 ნახვა
ომი უკრაინაში
მეცოლა - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ
უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. "უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ასევე მივესალმებით მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება". - განაცხადა მეცოლამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)