|
2022-06-17 12:55:08, 1039 ნახვა
ეკონომიკა
Skytrax-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი აღიარება მიანიჭა
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა. Skytrax-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად ათეულში რიადის, ნიუ-იორკის, დამამის, სიეტლის, კასაბლანკას, სოლტ ლეიკ სითის, ადის აბაბას, ბერლინისა და ნურ-სულთანი აეროპორტები მოხვდნენ. (https://www.worldairportawards.com/worlds-most-improved-airports-2022/) 2021 წელს Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. ამასთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax-ის მიერ გამოვლენილ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში, უკვე მერვე წელია ზედიზედ ხვდება.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)