|
2022-06-16 20:49:08, 1049 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებს შეხვდა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებს ხვდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან. საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს, კრისტინ ლამბრეხტსა და ქაიზა ოლონგრენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გერმანიის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმატებით ვითარდება. მინისტრმა და უცხოელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინისა და უკნაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)