|
2022-06-16 16:35:16, 837 ნახვა
პოლიტიკა
გურამ გურამიშვილმა PostEurop - ის ეგიდით გამოცემული ქართული მარკების პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო
საფოსტო მარკა წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას. ამიტომ, მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა PostEurop-სოფიციალური ლოგოთი გამოცემული მარკების პრეზენტაციაზე, რომელიც ლადო გუდიაშვილის მუზეუმში გაიმართა. მისივე თქმით, PostEurop-ს მარკა არის სპეციალური საკონკურსო მარკა, რომელიც გამოიცემა PostEurop-ს ოფიციალურ ლოგოთი (PostEurop-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანით) ყოველწლიურად, 1993 წლიდან PostEurop-ის მიერ შერჩეული თემატური გეგმის მიხედვით. "წელს PostEurop მარკის თემატიკაა „ამბები და მითები", რომლის შესაბამისად შემუშავებულია და 2 ივნისიდან მიმოქცევაშია 2 საფოსტო მარკა. მასზე დატანილია გამოჩენილი ქართველი ფერმწერის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან" და „ლეგენდა თბილისის დაარსებისა". იმედს ვიტოვებთ, რომ მოიპოვებს შესაბამის აღიარებას PostEurop-ის კონკურსზე," - ნათქვამია განცხადებაში. პრეზენტაციის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა" და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს "PostEurop" - ის თემატიკით შექმნილი Europa 2022 - ის საერთაშორისო საკონკურსო მარკის პოპულარიზაციას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ლადო გუდიაშვილის ფონდის თავმჯდომარემ ელისაბედ ლორთქიფანიძემ. აღსანიშნავია, რომ ასეთი მარკების გამოცემის უფლებამოსილება აქვთ PostEurop-ის წევრ საფოსტო ოპერატორებს. ყოველწლიურად, აღნიშნული გაერთიანების ორგანიზებით, წევრი ქვეყნების ეროვნული ოპერატორები გამოსცემენ Europa - ის საკონკურსო მარკას. ქვეყნებს შორის რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საფუძველზე, რომელსაც ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები, მსოფლიო მასშტაბით. ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)