|
2022-06-16 11:05:30, 910 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. „აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას. ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)