|
2022-06-15 22:25:35, 1322 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე რეზოლუციაზე - დარწმუნებული ვარ, მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი ივანიშვილს არც კი იცნობდა
დარწმუნებული ვარ, მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი არც კი იცნობდა. - განაცხადა პალიტრანიუსის ეთერში "ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე. მისივე თქმით,თუ აქამდე იყო 50/50-ზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ პოზიციურად არის შეცვლილი და ახლა არის, დაახლოებით, 60/40-ზე, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. "200-ზე მეტმა პარლამენტარმა არ დაუჭირა მხარი და ერთი ამდენი არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი არც კი იცნობდა და ისინი ბრმად მიენდვნენ ერთ ჯგუფს, რომელიც ცდილობდა, რომ გარკვეული არეულობა შემოეტანა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სასარგებლოდ. ნაწილს ვგულისხმობ. ჩვენი რეაქცია წაადგება და უკვე ვგრძნობ ამის ნიშნებს, რომ წაადგა კიდეც ევროინტეგრაციაში გაწევრიანების მცდელობის გზას საქართველოსთვის. თუ აქამდე იყო 50/50-ზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ პოზიციურად არის შეცვლილი და ახლა არის, დაახლოებით, 60/40-ზე, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)