|
2022-06-15 21:19:57, 1400 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ პარლამენტისთვის ევროკავშირის განაცხადზე მიემართა, რომ ლიდერის ფუნქცია მოერგო
მაშინ როდესაც ხელისუფლება ისედაც მართავდა კონსულტაციებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, პარლამენტისთვის იმავე საკითხზე მიემართა, რომ რაღაცნაირად ლიდერის ფუნქცია მოერგო - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოითხოვა სასწრაფოდ, კონსტიტუციის დარღვევით, მოწვეულიყო პარლამენტის სხდომა 5 მარტს იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი სათქმელი, რომელიც გადადებას არ ითმენდა, თუმცა, ამაზე პარლამენტმა თანხმობა მისცა, რადგან ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა. სოზარ სუბარმა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილი ვიზიტები ოთხ ქვეყანაში, რომელზეც საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, თუმცა, მან გადაწყვიტა, არ დამორჩილებოდა კონსტიტუციას და მაინც წავიდა, დაარქვა კერძო ვიზიტი. „ეს მოვლენები განვითარდა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, როდესაც მან უცებ გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო ევროპაში, 4 ქვეყანაში აპირებდა ვიზიტის გამართვას და მაშინ საქართველოს მთავრობამ მას უარი უთხრა ამ ვიზიტზე. მან გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა კონსტიტუციას ამ შემთხვევაში, მაინც წავიდა, დაარქვა კერძო ვიზიტი, თუმცა კერძო ვიზიტი არ შეიძლება იყოს, როცა პრეზიდენტი მიდის და ხვდება სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ევროპარლამენტში, ევროკომისრებთან აქვს შეხვედრები. ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იყო და გაკეთდა ოფიციალური განცხადებები, პრაქტიკულად ეს იყო ყველანაირად ოფიციალური შეხვედრები.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)