|
2022-06-15 18:43:24, 1088 ნახვა
პოლიტიკა
მითების დეტექტორი - გამოვლინდა პრო-სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას ეწევიან
ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო 12 ფეისბუკ გვერდი, რომელიც ევროპარლამენტარების როლის დაკნინებას და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ხაზგასმას ცდილობდა. ამიშ შესახებ ინფორმაციას "მითების დეტექტორი" ავრცელებს. მათივე თქმით,ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები: სიმართლის დროა, მიხეილ უკრაინოლოგი, პოლიტიკური სატირა/ Political Satire, ტერენტი გლდანელი, რეალობა და სხვა გვერდებია. "გამოვლინდა: ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო 12 ფეისბუკ გვერდი, რომელიც ევროპარლამენტარების როლის დაკნინებას და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ხაზგასმას ცდილობდა. 12 ფეისბუკ გვერდიდან ხუთს (საინფორმაციო ბლოგი, GeoPress, პოლიტიკური სატირა/Political Satire, newsagency.ge, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია) პოსტები დასპონსორებული ჰქონდა. “მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა: რეზოლუციაში ვიწრო პარტიული ინტერესებია გათვალისწინებული, ევროპარლამენტარები “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებენ; რეზოლუცია პროფესიონალურად არაა შედგენილი და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის; ევროპარლამენტარების რეზოლუცია არის შეტევა საქართველოზე და ქვეყნას რეპუტაციულ ზიანს აყენებს. აქტორები: “ქართული ოცნების” წევრები: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე; პრო-სახელისუფლებო მედიები: ტელეკომპანია იმედი, POSTV ანალიტიკა; სახელისუფლებო ექსპერტები: დავით ქართველიშვილი, ანდრია გვიდიანი, ზაალ ანჯაფარიძე, გია აბაშიძე, გიგლა ბარამიძე, თამთა მეგრელიშვილი; ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები: სიმართლის დროა, მიხეილ უკრაინოლოგი, პოლიტიკური სატირა/ Political Satire, ტერენტი გლდანელი, რეალობა; 2012-იანელები, არ აგარევინებთ, That’s Batumi/ეს ბათუმია/Это Батуми, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია". - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)