|
2022-06-15 17:47:00, 939 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალებას არ ელოდებოდა
ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალებას არ ელოდებოდა. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, ერთი რაც არის ნიკასთვის ახლა მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეს არის რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. "ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, კონკრეტულად გზავნილები, რომელიც იყო, მათ შორის თუნდაც ევროპარლამენტში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბრიუსელში, რა თქმა უნდა, მე ეს ნიკას გადავეცი. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაშური გამძლეობისა და ბრძოლის მაგალითია ნიკა. ერთი რაც არის მისთვის ახლა მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეს არის რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც არის ძალიან აუცილებელი და ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ესმოდეს თემას. მითხრა, რომ არა, არ ელოდებოდა". - განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)