|
2022-06-15 12:51:08, 1359 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკისგან 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მზარდი მოთხოვნისა და აღნიშნული მიმართულებით, მსესხებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. აღნიშნული თანხა ADB-მ, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად მოიზიდა. „მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ADB-სთან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული ტრანზაქცია აძლიერებს თიბისი ბანკის ვალდებულებას - მხარი დავუჭიროთ იპოთეკურ მსესხებლებს ფინანსური სახსრებით ეროვნულ ვალუტაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია საცალო სეგმენტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებით, ADB ხელს უწყობს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შემცირებას. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება მხარს უჭერს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „ADB მოხარულია თიბისისთან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გრძელვადიანი იპოთეკური სესხების დაფინანსებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უზრუნველვყოფთ. სახლი ოჯახის მიერ შეძენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ამასთანავე, განვითარებული დეველოპერული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია", - აშოკ ლავასა, აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)