|
2022-06-14 22:55:09, 1157 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე 16 ივნისის აქციაზე - ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სათანადოდ გააზრებული
ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სათანადოდ გააზრებული. - განაცხადა კობახიძემ აქციაზე. მისივე თქმით, არ ვიცი, ცოტა მოუმზადებელია სამწუხაროდ ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. "არ ვიცი, ცოტა მოუმზადებელია სამწუხაროდ ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ცუდი სურათი რომ შეიქმნას, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ერთპიროვნულად გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როცა იგეგმება, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, კარგად უნდა იყოს გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს ამაზე გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ხელისუფლება 16 ივნისის აქციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)