|
2022-06-14 20:21:27, 945 ნახვა
პოლიტიკა
ხერხეულიძე - ნიკას პოზიცია, რომ 20 ივნისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი ვიყოთ და ევროპას ჩვენი ხმა გავაგონოთ
ნიკას პოზიციაა, 20 ივნისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი ვიყოთ და ევროპას ჩვენი ხმა გავაგონოთ. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ. მისივე თქმით, ნიკა არის მხნედ, შემართებით. ელოდება 24 რიცხვის გადაწყვეტილებას ისევე როგორც ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი. "ნიკა არის მხნედ, შემართებით. ელოდება 24 რიცხვის გადაწყვეტილებას ისევე როგორც ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი. მისი ძალიან დიდი სურვილია რომ საქართველოს ყველა პატრიოტმა შეძლოს გაერთიანება 20 რიცხვში და რუსთაველზე გავიდეთ, იმისთვის, რომ ევროპას გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და არსად სხვაგან. ეს არის ნიკას საფიქრალი და მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერესის ირგვლივ არის მისი ყველა ფიქრი გაერთიანებული. და რა თქმა უნდა, მე მოვალე ვარ, საზოგადოებას, ყველას, მის გულშემატკივარს, გავუზიარო მისი პოზიცია, რომ ჩვენი მთავარი მოვალეობა გახლავთ რომ 20 რიცხვში ვიყოთ ძალიან ბევრნი რუსთაველზე და გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა". - განაცხად ხერეულიძემ. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)