|
2022-06-13 19:16:49, 1332 ნახვა
პოლიტიკა
მჟავანაძე - ღარიბაშვილის განცხადებები ცალსახად 20 ივნისის აქციის მარგინალიზებას ემსახურება
ის რიიტორიკა, რასაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უშუალოდ პრემიერმინისტრისგან, ემსახურება აქციის მარგინალიზება. - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერმა გიორგი მჟავანაძემ. მისივე თქმით,მათ ძალიან კარგად იციან, სუსის და სხვადასხვა სამსახურების საშუალებით, რომ ამ აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას. "ის რიიტორიკა, რასაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უშუალოდ პრემიერმინისტრისგან, ემსახურება აქციის მარგინალიზებას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, სუსის და სხვადასხვა სამსახურების საშუალებით, რომ ამ აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და დემოკრატიულ ქვეყანაში ამ ტიპის შეკრების ინიციატორი თავად ხელისუფლება იქნებოდა, რომელსაც ექნებოდა სურვილი რომ ხალხის არჩევანი დაენახებინა ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. თუმცა, რადგან ეს არ ხდება, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო ჯგუფები ამ ინიციატივას ჩვენს თავზე ვიღებთ და ამ ტიპის შეკრებას ვაწყობთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ "შინ ევროპისკენ" ამ სახელწოდებით აქცია 20 ივნისს გაიმართება, აქცია პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე დაიწყება, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)