|
2022-06-13 18:53:19, 1596 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი - ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან თანარსებობა ძალიან რთული იქნება
ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან თანარსებობა ძალიან რთული იქნება. - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. მისივე თქმით, უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეწოდოს სამხედრო დახმარება, რომელიც ფინანსურზე გაცილებით მნიშვნელოვანია. "აუცილებელია, რომ უკრაინამ მოლაპარაკების ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რომ რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ტერიტორია, რომლის ოკუპირებაც 24 თებერვლის შემდეგ მოხდინა, ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)