|
2022-06-13 13:38:24, 1184 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხელაშვილი - თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“
არის დიდი იმედი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა იქნება მხედველობაში მიღებული და სწორედ ამის საფუძველზე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. აუცილებელია, ევროპის მხრიდან დაფიქსირდეს ყველაზე უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდება პოლიტიკურ სამართლიანობასთან - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა. „არის დიდი იმედი იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა იქნება მხედველობაში მიღებული და სწორედ ამის საფუძველზე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში წარმოებულმა ძალიან მძიმე ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ ევროპაში, მიმდინარე პოლიტიკური მომენტი, ცუდად აისახა ეს ჩვენს პერსპექტივაზე და თუ კი რამე უარყოფითი იქნა ჩაწერილი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“. ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაყოფილია აზრები, როგორც ჩვენთან ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. მისივე თქმით, ყოველთვის სასურველია, რომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი პოლიტიკური პროცესები ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)