|
2022-06-11 16:25:14, 1060 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - ამ მთავრობით ჩვენთვის EU-ს კარი ღია არაა
ამ მთავრობით ჩვენთვის EU-ს კარი ღია არაა. - განაცხადა გიორგი ღარიბაშვილმა პრემიერის საპასუხოდ. მისივე თქმით, ფორმალურმა პრემიერმა დაადასტურა ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი სათქმელი. "ფორმალურმა პრემიერმა დაადასტურა ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი სათქმელი, რომ ამ მთავრობით და ამ ვითარებით საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია არ არის. ეს არის კონტექსტი და დღეს ღარიბაშვილმა ეს დაადასტურა. მთავარი ბარიერი საქართველოსთვის არის ეს მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. მე ვურჩევდი მთავრობას, რომ არ ეთამაშოს ჩვენი წინამორბედი თაობების მიერ გაღებულ კოლოსალურ მსხვერპლს იმ ათწლეულების ბრძოლაში, მათ შორის, საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში და იმ ბრძოლაში, რომელშიც მთელი მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველო იმყოფებოდა, რათა საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ შორის, ევროკავშირის წევსობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამასთან თამაშს, რა თქმა უნდა, არავის არ ვურჩევდი". - განაცხადა კანდელაკმა. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)