|
2022-06-11 15:01:09, 1053 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული
ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები. "აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ბავშვმაც კი იცის და თვით "მთავრი არხის" ჟურნალისტმაც იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს სია იმდენად დიდია, რომ ეს თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა". - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)