|
2022-06-10 14:53:06, 1505 ნახვა
ომი უკრაინაში
დაზვერვა - რუსეთს ეწურება მაღალი სიზუსტის რაკეტები, მაგრამ შეუძლია კიდევ ერთი წელი იბრძოლოს
რუსეთს ეწურება ზუსტი მართვადი რაკეტები, მაგრამ ამჟამინდელი ტემპით მას შეუძლია კიდევ ერთი წელი აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება. ამასთან, აღნიშნულია, რომ რუსული ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი წელი გააგრძელოს ომი არსებული ტემპით. "ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რუსეთი ახორციელებს ბევრად ნაკლებ სარაკეტო შეტევებს და იყენებს Kh-22 რაკეტებს. ეს არის 1970-იანი წლების ძველი საბჭოთა რაკეტები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს ამოიწურა ზუსტი მართვადი რაკეტები. კრემლის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ შეეცდება ომის გაყინვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დაარწმუნოს დასავლეთი სანქციების მოხსნაში, მაგრამ შემდეგ გააგრძელოს აგრესია. მათი მიზანია მთელი უკრაინა და არა მხოლოდ", - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ. მანამდე სკიბიცკიმ თქვა, რომ უკრაინა ახლა დასავლურ იარაღს ეყრდნობა, მაგრამ ცოტა საბრძოლო მასალაა დარჩენილი. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)