21:02 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 10:34:15, 1522 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - ახლა ფრონტზე საარტილერიო ომია და ჩვენ მას ვაგებთ, ყველაფერი დასავლეთის იარაღზეა დამოკიდებული

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე პოზიციებს კარგავს და თითქმის მთლიანად ეყრდნობა დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს რუსული შეტევის მოსაგერიებლად,-  აცხადებს უკრაინის არმიის დაზვერვის უფროსი ვადიმ სკიბიცკი.

 მისივე თქმით,უკრაინაში ახლა საარტილერიო ომია, თუმცა ქვეყანას არტილერიის მარაგის კუთხით პრობლემები აქვს.

”ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გვთავაზობს (დასავლეთი),ჩვენ თითქმის გამოვიყენეთ ჩვენი საარტილერიო საბრძოლო მასალა და ახლა ნატო-ს სტანდარტის 155 კალიბრიან ჭურვებს ვიყენებთ,” - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. უკრაინა საიდუმლოდ ინახავს სამხედრო დანაკარგების საერთო რაოდენობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics