|
2022-06-09 19:43:59, 1280 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი - ჩვენ ვაგრძელებთ პეტრე I გზას და ტერიტორიებს ვიბრუნებთ
ჩვენ ვაგრძელებთ პეტრე I გზას და ტერიტორიებს ვიბრუნებთ. - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი წარმატებას მივაღწევს ახლა არსებულ ყველა ამოცანებზე. "ეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ. ასეა. მთელი ლადოგისპირეთი, სადაც დღეს პეტერბურგია დაარსებული. როდესაც ახალი დედაქალაქი დააარსა, ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთად. ყველა შვედეთად აღიარებდა. იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ, ამასთან ეს ტერიტორია რუსული სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებოდა. [პეტრე] იბრუნებდა და ამტკიცებდა. როგორც ჩანს ჩვენს ბედისწერად გვხვდა დაბრუნება და გამტკიცება. თუ გამოვმდინარეობთ იქედან, რომ ეს ძირეული ფასეულობები წარმოადგენენ ჩვენი არსებობის საფუძველს, ჩვენ, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანათა გადაჭრაში, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშეა". - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)