|
2022-06-09 10:20:17, 1417 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დანიელ გერლიანი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის დანიელ გერლიანი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ნათესავები ავრცელებენ. ნათესავების ცნობით, გერლიანი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა, თუმცა ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია, რომ ის წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, რომლის ოჯახიც აფხაზეთიდანაა დევნილი. გავრცელებული ინფორმაციით, დანიელის მამა ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან ომის დაწყების დღიდან, საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)