|
2022-06-09 00:54:20, 1255 ნახვა
პოლიტიკა
კუბიულიუსი - მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლია
"მედიის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში, ეს პრობლემა მრავალ წუხილს იწვევს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი" - ამის შესახებ, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრმა და ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. "დღეს ჩვენ განვიხილავთ მედიის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში, ეს პრობლემა მრავალ წუხილს იწვევს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ალიანსის წევრი, მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები - დემოკრატია, მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა. რაც, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მოქმედებებით განისაზღვრება. სწორედ ამ ნაწილში იწყება ჩვენი წუხილი. მედია თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზირებას ცდილობენ. რაც სრულიად მიუღებელია - ეს არის, რასაც რეზოლუცია ამბობს ძალიან ნათლად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოსტკომუნისტური სახელმწიფოები მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან: 1999 წელს სლოვაკეთი მოლაპარაკებებზე არ იყო, რადგან მაშინდელი პოპულისტი პრემიერმინისტრი, ვლადიმირ მეჩიარი მედია თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ანადგურებდა. სლოვაკელმა ხალხმა გადაირჩია ეს მთავრობა. მე ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას არ გაიმეორეს ვლადიმერ მეჩიარის შეცდომა." - განაცხადა კუბილიუსმა.
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)