|
2022-06-08 11:41:17, 1568 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სასკოლო პროგრამიდან რუსი მწერლების ნაწარმოებებს ამოიღებენ - სიაში ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ მოხვდა
უკრაინის განათლების მინისტრის მოადგილემ ანდრეი ვიტრენკომ განაცხადა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის რომანს „ომი და მშვიდობა“ და ყველა სხვა ნაწარმოებს, რომელშიც რუსული არმია განდიდებულია, სასწავლო გეგმიდან ამოიღებენ. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ნაწარმოები კლასგარეშე საკითხავი უცხოური ლიტერატურის X-XI კლასის ოფიციალურ პროგრამაში იყო. სასწავლო გეგმიდან ამოღებული სხვა რუსი მწერლების ზუსტი ჩამონათვალი ჯერ არ არის ცნობილი. "რაც შეეხება უცხოურ ლიტერატურას, ის მთლიანად აღმოიფხვრება... მაგალითად, "ომი და მშვიდობა" და მსგავსი, უკრაინაში არ შეისწავლება. ანუ ყველაფერი, რაც განადიდებს "ორკების არმიას", ყველაფერი გაქრება. მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი რუსი მწერლები გამოასახლებენ სასკოლო პროგრამიდან,"- განმარტავს ვიტრენკო.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)