|
2022-06-08 10:05:12, 1732 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის აგრესიის გამო, ყველაზე რთული ზამთარი გველის, ამისთვის უნდა მოვემზადოთ
რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინა არ გაყიდის გაზსა და ნახშირს საზღვარგარეთ, რათა მთელი შიდა წარმოება მოქალაქეების საჭიროებებს მოხმარდეს. "რასაც არ უნდა გეგმავდნენ ოკუპანტები, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის - ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს მიწაზე, ყველა მოქალაქისთვის. დღეს განვიხილეთ გათბობის სეზონისთვის გაზის შესყიდვის, ქვანახშირის დაგროვების, ელექტროენერგიის წარმოების საკითხები. რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი ისე, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს სახელმწიფოს ნორმალური მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ არ გავყიდით გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მიმართული", - განაცხადა ზელენსკიმ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)