17:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 15:05:21, 965 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას და დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო

ოპოზიციას ორი მიმართულებით აქვს გაშლილი ფრონტი, ერთი - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას, აგინებენ წმინდანებს და მეორე მხრივ, დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში და რამენაირად მოხდეს ისე, რომ თუ მოლდოვა და უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, დამსახურებულად მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ეს ვერ მოახერხოს, ამაზე ააწყონ მთელი თავისი გეგმები, მისული მეორე ფრონტის გახსნამდე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია ვა-ბანკზეა წასული და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები.

„მთელი ოპოზიციის დღევანდელი მოქმედებების არსი შეიძლება ორ წინადადებაში ჩაეტიოს ერთი - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას, აგინებენ წმინდანებს, საოცრებებს აკეთებენ, წარმოიდგინეთ, რაზე საუბარი გვიწევს და მეორე მხრივ, ისინი  დაკავებული არიან იმით, რომ რამენაირად გალანძღონ საქართველო ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში და რამენაირად მოხდეს ისე, რომ თუ მოლდოვა და უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები დამსახურებულად მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ეს ვერ მოახერხოს და ამაზე ააწყონ მთელი თავისი გეგმები, მისული  მეორე ფრონტის გახსნამდე, თავის დროზე შეთქმულების თეორიას რომ ეძახდნენ. ამ ორი მიმართულებით აქვთ გაშლილი ფრონტი და რატომ ჰგონიათ, რომ ან ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლაში, ან საქართველოსთან და მის ევროპულ პერსპექტივასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწევენ, ნამდვილად არ ვიცი. ისინი ვა-ბანკზე არიან წასულები და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები, არ შეიძლება საკუთარი ქვეყანა ასე გაწირო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics