|
2022-06-07 13:34:35, 1108 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს, ხოლო თუ მსგავსი პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნება, ის ხელისუფლებას დაბრალდეს. „ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციის პიარულ გეგმა იშიფრება - ისინი ცდილობენ, რომ თუ საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, რომ თითქოს, ALDE-მ, „სახალხო პარტიამ“ და მათმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს, სინამდვილეში, საუბარია ხალხზე, რომელიც, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქრო და მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ, ქვეყნის გარეთ გაავრცელო, ამას აკეთებს. ცდილობენ, პოზიტიური გადაწყვეტილება მათ მიეწეროს და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. ასე არ გამოვა. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ობიექტურობაშია ამოსავალი წერტილი და ეს ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ რეფორმების, გუშინდელი დღის, ასოცირების ვალდებულების შესრულების დამსახურებაა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ, რეალურად, ობიექტურად თუკი ვინმე ფიქრობს და გადაწყვეტილებას იღებს, მაშინ, ყველა ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ეს არავის დამსახურება არაა, გარდა ქართველი ხალხისა და იმ რეფორმებისა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე. რამდენიმე დღეში ევროკომისიის შეფასება ცნობილი გახდება. თვის ბოლომდე კი, ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს - ამბობენ რომ, ქვეყანა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)