21:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 13:00:32, 851 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი მალდიველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მალდივის რესპუბლიკის გენდერის, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრს, ასევე განათლების მინისტრს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა სტუმრებს, სოციალური მიმართულებით სამინისტროს გამოცდილების გაუზიარა. 

დელეგაციის წევრები ბავშვთა ზრუნვის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების, ძალადობის მსხვერპლი პირების დაცვის და შშმ პირთა სერვისებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ წარმატებას. 

დაგეგმილია დელეგაციის წევრების ვიზიტი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, სადაც ისინი იმ სერვისებს გაეცნობიან, რასაც სააგენტო მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობს. 

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics