18:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-05 12:06:54, 1219 ნახვა

პოლიტიკა
რა უპირატესობები აქვს საქართველოს ასოცირებული ტრიოსთან მიმართებით? - კობახიძის განმარტება

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE” სტუმრობის დროს საქართველოსა და მოლდოვას შორის პარალელები გაავლო. მან ისაუბრა საქართველოს უპირატესობებზე, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. 

კობახიძის დეტალური განმარტებები, თუ რა უპირატესობები აქვს ჩვენს ქვეყანას, ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახდა. ეს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებას, საქართველო თვის ბოლოს ელოდება. 

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე საუბრის დროს აღნიშნავდა, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის ამოცანაა, მოლდოვას კი კონსტიტუციის დონეზე ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და არც დსთ-ს დატოვებას აპირებს. ეს უტყუარი ფაქტებია და რატომ იძლევა   ქილიკის საფუძველს, გაუგებარია. 

ასევე, კობახიძის განმარტებით „კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. მოლდოვას კი, კორუფციის თვალსაზრისით, მძიმე ვითარება აქვს”. 

რაც შეეხება, კონკრეტულ პარამეტრებს, თითქმის ყველა პარამეტრით საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. 

ამ ფაქტებზე საუბრობდა კობახიძე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მისი პარტიული აქტივისთვის ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics