|
2022-06-04 13:02:08, 1456 ნახვა
ომი უკრაინაში
ტრასი - პუტინის ომმა მოიტანა ისეთი მასშტაბის სიკვდილი, რომელიც ევროპაში II მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა
უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური შეჭრა, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ნაბიჯები ცუდად გათვალა. "ამ ომს აქვს უზარმაზარი ცუდი შედეგები გლობალური მშვიდობის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ათასობით უდანაშაულო სამოქალაქო პირს, რომლებიც მოკლეს შეჭრის შემდეგ და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვის მიმართ, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატება და პუტინის მარცხი". - განაცხადა ტრასმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)