|
2022-06-04 00:56:42, 1411 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე, ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია რამდენიმე წლის წინ. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების ოცნება და სურვილი საუკუნეების წინ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება" ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა მიმდინარე ოკუპაციაა. „რაც შეეხება გამოწვევებს, ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე. ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში. რა თქმა უნდა, საქართველო დაუცველია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების და ღირებულებების ერთგულნი, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)