|
2022-06-03 17:16:30, 1810 ნახვა
ომი უკრაინაში
„მივიღეთ ზომები, რაც სპეცოპერაციის უფრო სწრაფი ტემპით ჩაატარებს“ - კადიროვი შოიგუს შეხვდა
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც საკუთარ თავს "პუტინის ფეხის ჯარისკაცს" უწოდებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შეხვდა. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამ არხზე წერს. მისი თქმით, შოიგუმ ახალი ამოცანები გაუზიარა, რაც „გაუმჯობესებულ ტაქტიკას გულისხმობს“. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მინისტრთან მოლაპარაკებების დროს განიხილეს „უკრაინაში დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის სპეციალური ოპერაციის ჩატარების საკითხები“ და ასევე განისაზღვრა ურთიერთქმედების შემდგომი გზები. "სერგეი კუჟუგეტოვიჩმა გამოავლინა ახალი ამოცანები, რომლებიც გულისხმობს შემდგომი ტაქტიკის გაუმჯობესებას. მიღებული ზომები შესაძლებელს გახდის მნიშვნელოვნად გაზარდოს შეტევითი მანევრების ეფექტურობა, რაც ხელს უწყობს სპეცოპერაციის უფრო სწრაფი ტემპით ჩატარებას", - დასძინა კადიროვმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)