|
2022-06-02 10:49:09, 1835 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმა
საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი. მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. ხუთწლიანი გეგმა მიზნად ისახავს ბატალიონის, ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის შტაბის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებების (CPX) დაგეგმვასა და აღსრულებას, ტერიტორიული რეზერვის ქვედანაყოფების მომზადებისთვის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე რეზერვისტთა წვრთნებზე დაკვირვებას. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)