|
2022-06-01 12:32:04, 1644 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ბრძოლა გაძლიერდა სევეროდონეცკის ქუჩებში
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი დაიკავა. ამასთან ბრძოლა გაძლიერდა სევეროდონეცკის ქუჩებში მათივე ცნობით, რუსეთის სახმელეთო ოპერაციები და ძირითადი ცეცხლსასროლი ძალა კონცენტრირებულია ლუგანსკის რეგიონის მცირე სექტორში. "ბრძოლა გაძლიერდა სევეროდონეცკის ქუჩებში 30-31 მაისს, რუსი ჯარები მიუახლოვდნენ ქალაქის ცენტრს. ქალაქის ნახევარზე მეტი, ალბათ, ახლა ოკუპირებულია რუსეთის ჯარებმა, მათ შორის ჩეჩენმა ბოევიკებმა", - ნათქვამია კვლევაში. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ დონბასის გარეთ, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მასშტაბით ინფრასტრუქტურაზე შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმებს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა , მაგრამ ამის მისაღწევად, სევეროდონეცკის გარდა, აუცილებელია კრამატორსკის და დნეპერი-დონეცკის მარშრუტის აღება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)