|
2022-06-01 11:20:50, 1602 ნახვა
ომი უკრაინაში
„ამას ორივე ქვეყნის ნება სჭირდება“ - რუსეთი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა
დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებზე სამშვიდობო შეთანხმებას მიეღწიათ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, იუწყება რუსული „ინტერფაქსი“. მისივე თქმით, შეთანხმებასა და სამოქალაქო ომის დასრულებას ორივე მხარის მზაობა სჭირდება, რასაც "კიევი არ გამოხატავდა". „ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ რეაქციას კიევისგან“, - განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)