21:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 21:47:43, 1107 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა

პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაალ უდუმაშვილის წასვლასა და მის მედიაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „მის კუთვნილ ტელევიზიას შორის“ ზღვარია წაშლილია.

„ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა - ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი და ეს უდუმაშვილმა აღიარა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics