|
2022-05-30 21:00:13, 1582 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს, მოლაპარაკებების მასპინძლობას სთავაზობს
რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობას გთავაზობთ. - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას. მისივე თქმით, ისეთი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ომის ნეგატიურ შედეგებს. "პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატა მზაობა, შეხვდეს რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს სტამბულში და მონაწილეობა მიიღოს შესაძლო დაკვირვების მექანიზმში, თუ ორივე მხარე შეთანხმდება პრინციპებზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)