21:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 18:00:22, 1096 ნახვა

პოლიტიკა
ექიმი გიორგი კიკაბიძე დაჯილდოვდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილეებთან ერთად, აჭარის რეგიონში სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისა და 60  წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დღის სტაციონარის და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი, ნეიროქირურგი გიორგი კიკაბიძე, მადლობის სიგელით დააჯილდოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

მათივე თქმით, გიორგი კიკაბიძე  36 წელია ემსახურება რეგიონს უდიდესი პროფესიონალიზმით.

,,ბატონი გიორგი 36 წელია ემსახურება ჩვენს რეგიონს სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს სახელით, პანდემიის დროს გაწეული დაუღალავი შრომისთვის. ვულოცავთ ბატონ გიორგის საიუბილეო თარიღს, ის ნამდვილად უხდება ჩვენს ქალაქს, სამედიცინო საზოგადოებას. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და პროფესიულ წარმატებებს!“ - აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ.

გიორგი კიკაბიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ, განათლება ნოვოკუზნეცის ინსტიტუტში მიიღო. პროფესიით ნეიროქირურგმა პირველად სამედიცინო საქმიანობა ქალაქ ბათუმიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს. აქვს საქმიანობის 36 წლიანი გამოცდილება  ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა თანამდებობაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics