|
2022-05-30 14:08:03, 2734 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ომი ხანგრძილივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა კიდევ უფრო გაიზრდება
ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჯოსეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება მნიშვნელოვნად გაგრძელდეს, ამიტომ მხარს უჭერს აგრესორის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. ამის შესახებ მან რადიო France Info-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „რუსული ეკონომიკა უკვე იწყებს გაჩერებას“ და რუსეთზე შემდგომი სანქციებით ზეწოლა საშუალებას მისცემს უკრაინას უკეთესი პოზიცია დაიმკვიდროს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. „უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ფედერაციის ქმედებების აგრესიულობა კიდევ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის საბრძოლველად საშუალებების მიწოდება, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა“,- განაცხადა ბორელმა. ბორელმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ „საბოლოოდ იქნება შეთანხმება" სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ნავთობის ემბარგოსა და Sberbank-ის SWIFT-იდან გათიშვას მოიცავს. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)