|
2022-05-30 10:59:17, 2398 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსეთის სახმედრო ქვედანაყოფები სევეროდონეცკში შევიდნენ, მოკლულია 2 მოქალაქე
რუსეთის სახმედრო ქვედანაყოფები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში შევიდნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოქლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ით ავრცელებს. გაიდაის თქმით, მოკლულია 2 მოქალაქე, ხოლო 5 კი დაიჭრა. მტერმა ყველა შესაძლო იარაღი გამოიყენა. „მტერმა გამოიყენა ყველა შესაძლო იარაღი, იყენებს თვითმფრინავებს. თუმცა, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ პოზიციებს, რათა მტერმა ქვეყანაში შესვლა ვერ შეძლოს. რუსულმა ჭურვებმა სევეროდონის ორი მცხოვრების სიცოცხლე შეიწირა, ხუთი კი დაიჭრა. მათი უმეტესობა ქალაქის ძველი ნაწილის ერთი კორპუსის მცხოვრებია. ეზოში საჭმელს ამზადებდნენ, რომ მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. სიროტინის ორი მცხოვრები მძიმედ დაშავდა. ყველა დაშავებულმა მიიღო დახმარება და უკვე დონეცკის რეგიონის საავადმყოფოებში იმყოფებიან“,- წერს გაიდაი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)