|
2022-05-29 16:25:45, 2582 ნახვა
სამართალი
ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში ათეულობით კაცი თავს დაესხათ
ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში ათეულობით კაცი თავს დაესხათ. შემთხვევა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი „ფორმულას“ უყვება, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება მოსთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა .„ღამის ორი საათი იყო, სახლში დავბრუნდი, მხვდება უცნობი მამაკაცი საძინებლის გარეთ და მთავაზობს სექსუალურ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, მე მას უარი ვუთხარი და გავაგდე ბინიდან. შემდეგ ისევ დაბრუნდა. დამემუქრა, რომ მოგკლავთ, ვიცი, რომ მარტო არ ცხოვრობ და ასე შემდეგ. დაუყოვნებლივ დავაფიქსირე სატელეფონო განცხადება 112-ზე. მოვიდა რამდენიმე გამომძიებელი. თითქოს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ჩემი ორი ტრანსგენდერ დაქალს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, ტაქსიდან როგორც კი ჩამოვიდნენ თავს დაესხა 3სამი მამაკაცი მალაკნების ხიდთან. სამ მამაკაცს მოჰყვნენ მეგობრები, მთლიანობაში 30-მდე მაინც იყვნენ. გარეთ დღეც ვეღარ გავალ იმიტომ, რომ სახეზე მცნობენ უკვე, არა მარტო მე, ყველას, ჩვენი სახლის მისამართი იციან”,- უყვება „ფორმულას“ ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)