|
2022-05-28 16:46:01, 2113 ნახვა
პოლიტიკა
პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას რუსული მედია „РИА Новости“ ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ. „სანამ ორივე მხარის მოქალაქე ბავშვი არ მიაღწევს 18 წელს, მის მშობლებს შეუძლიათ მისთვის მოქალაქეობა აირჩიონ. ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობიდან ბავშვის მოხსნის შესახებ ერთობლივი წერილობითი განცხადების საფუძველზე“,- აღნიშნულია განცხადებაშო. შეთანხმება ძალაში რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან შევა. ხელშეკრულება ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებისთვის, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)